ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ფასდაკლების მასშტაბურ კონკურსს აანონსებს
ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი“, რომლის საქართველოში დაფუძნებამაც თანამედროვე განათლების მიღების ახალი სტანდარტი დააწესა. ამჯერად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში 5 სექტემბრამდე გაგზავნილი განაცხადი მოსწავლეებისთვის 30%-იანი გრანტის წინაპირობაა. გასული წლის აკადემიური ნიშნების წარდგენა და ინგლისური ენის ტესტირება ორი მთავარი საფეხურია, რომელსაც ახალგაზრდებთან ინდივიდუალური გასაუბრება მოსდევს. წარმატებით ჩარიცხვა კი ,,პროგრესელობას“ გულისხმობს, სადაც საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ასობით პროფესიონალი სწორი ორიენტირის არჩევით საგანმანათლებლო სივრცეში ახალ სიტყვას ამბობს და სკოლის სივრცეში შებიჯებისას ახალ თაობასაც მთავარ პრინციპებს ბოლომდე უზიარებს.
სკოლა, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის წარმატებული მომავლის შექმნაზე ზრუნავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა. აქ მოტივირებული პედაგოგები, საკუთარ საქმეს მაღალი კვალიფიკაციის გარდა, მაღალი ენთუზიაზმითაც ემსახურებიან.
,,პროგრესი“ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტენსიური ურთიერთობის ფონზე არამხოლოდ ამერიკულ, არამედ ასევე ევროპულ სკოლებსა და საგანმანათლებლო ქსელებთან თანამშრომლობს.
,,პროგრესს“ განვითარებაზე ორიენტირება პროგრესულ სივრცედ რომ აქცევს, ეს რეზულტატი მრავალჯერადად სკოლისა თუ მისი მოსწავლეების მიერ მიღწეულმა წარმატებამ განამტკიცა.
გაიარეთ კონსულტაცია მითთებულ ნომრებზე ან დარეგისტრირდით ელექტრონულად.
საკონტაქტო ნომრები: 571019050; 577729677