GE
26 ნოემბერი, 2020 16:56

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პედაგოგმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „ყველას გვიყვარს სავაჭრო ცენტრში სიარული“

“პროგრესის” თითოეული პედაგოგი ზრუნავს რომ მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლა საინტერესოსთან ერთად სახალისო გახადოს. ამჯერად, ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მეორე კლასის მოსწავლეების განწყობაზე, სახალისო ღია გაკვეთილით, თემაზე “ყველას გვიყვარს სავაჭრო ცენტრში სიარული” პედაგოგმა ანა გაბაიძემ იზრუნა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მიმართულების მაღაზიის დამხმარე პერსონალი განასახიერეს და თემასთან დაკავშირებული საჭირო ტერმინოლოგია გამოიყენეს (სიტყვები, ფრაზები).

ღია გაკვეთილი მეტად საინტერესო და სახალისო გამოვიდა, აღმოჩნდა რომ ყველას ერთნაირად უყვარს ე.წ. შოპინგზე სიარული.

გაკვეთილს სკოლის ადმინისტრაცია და კლასის ხელმძღვანელი თეონა ჭაღალიძე ესწრებოდა.

Aris.ge - განათლება განათლება