ქრიზანთემების შეღებვა – ბიოლოგიის მასწავლებლის სახალისო ექსპერიმენტი მოსწავლეებისთვის (+ვიდეო)
როცა ახალი და ახალგაზრდა ბიოლოგიის მასწავლებელი გყავთ, სკოლის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების დრო დგება.
თბილისიs 142-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, დიმიტრი მინდიაშვილმა მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. ახლა ის ერთ-ერთ ექსპერიმენტს გიზიარებთ.
მოემზადეთ და გაიგეთ როგორ შეგიძლიათ შეუცვალოთ ფერი ქრიზანთემებს.
იხილეთ ვიდეო-გაკვეთილი:
ექსპერიმენტის აღწერა:
– ამ ექსპერიმენტში მოსწავლეებმა თეთრი ქრიზანთემები ჩაალაგეს ფერად წყალში. დროთა განმავლობაში ყვავილებმა შეიწოვეს წყალი და შეიცვალეს ფერი. ეს ხდება იმის გამო, რომ ყვავილები წყალს ღეროებით იღებენ, ხოლო ბუნებაში ამ პროცესში ფესვიც ერთვება. წყალში გახსნილი იყო ფერადი საღებავები ე.წ საკვები საღებავი, რომელიც საკონდიტრო ნაწარმია და მისი შეძენა მაღაზიებში შეგიძლიათ.
რა უნარ-ჩვევები განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ აქტივობით:
დაკვირვების უნარი – მოსწავლეები სწავლობენ დროთა განმავლობაში ცვლილებების ყურადღებით დაკვირვებას და ჩაწერას, ამჩნევენ როგორ და როდის იცვლიან ყვავილები ფერს.
ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი – მოსწავლეები სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ იცვლება ფერი, რაც ეხმარება მათ ცნობისმოყვარეობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
ლოგიკური მსჯელობის უნარი – მოსწავლეები მიღებულ ცოდნას დაუკავშირებენ ერთმანეთს. ეს აქტივობა აძლიერებს კაპილარული მოქმედების და მცენარეების ფუნქციონირების გაგებას.
ასევე იხილეთ:
გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც 29 პირველკლასელის სახელი კაბაზე „ამოიქარგა”
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS