22 აპრილი, 2026 12:00
რა ფუნქცია აქვს ელექტრონულ ჟურნალში მოდულს, სახელწოდებით „მონაცემები“ – ინფორმაცია მშობლებისთვის და არა მხოლოდ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) მშობლების, სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა ფუნქცია აქვს ელექტრონული ჟურნალის მოდულს, სახელწოდებით „მონაცემები“.
EMIS-ის ცნობით, აღნიშნული მოდული სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და მისი საშუალებით შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება შემდეგი მიმართულებებით:
- გაცდენების დეტალური რეპორტი
- შეფასების დეტალური რეპორტი
- დასწრების მაჩვენებლის რეპორტი
- ჯამური შეფასების რეპორტი
- მოსწავლის ბარათი
- მედალოსანი მოსწავლეების რეპორტი
- შესაფასებელი შემაჯამებლის რეპორტი
- სრული დასწრების რეპორტი
„რეალურ დროში განახლებული მონაცემები უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტესა და სწრაფი ანალიზის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 21 აპრილის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
„პოლიგლოტში“ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები