24 მარტი, 2026 11:52
რა ტიპის შეტყობინებების მიღება შეუძლიათ მშობლებს ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციით – ინფორმაცია EMIS-სგან
საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეუძლიათ, ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მომენტალური შეტყობინებები და ნებისმიერ დროს თვალ-ყური ადევნონ შვილების სასკოლო ცხოვრებასა და პროგრესს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, (EMIS) დღეს, 24 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახსენებს მშობლებს, თუ რა ტიპის ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ აპლიკაციის საშუალებით.
ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციაში მიიღებთ შეტყობინებებს:
- მოსწავლის დასწრებისა და გაცდენის შესახებ;
- შეფასებების ცვლილებებზე (დამატება/რედაქტირება/წაშლა);
- შემაჯამებელი სამუშაოების დანიშვნისა და გაუქმების შესახებ (საგნისა და თარიღის მითითებით);
- მასწავლებლის მიერ გაცემულ დავალებებზე;
- შემაჯამებელი სამუშაოების აღდგენის შესახებ;
- მასწავლებლის ცვლილებაზე;
- და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
აპლიკაცია – Online School EMIS ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის.
Android-ით აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს
IOS-ით აპლიკაციის გადმოწერა კი შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა მიიღოს მშობელმა შვილის სასკოლო შეფასებები და სხვა შეტყობინებები მობილურ აპლიკაციაში
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი