GE
30 სექტემბერი, 2026 10:13

რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის

საქართველოს საჯარო სკოლების შინაგანაწესში გაწერილია, რა მიიჩნევა მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად, რა ტიპის პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროს მას და როდის რომელი დისციპლინური სახდელის ფორმა გამოიყენება.

EDU.ARIS.GE თბილისისა და ერთ-ერთი რეგიონის რამდენიმე სკოლის შინაგანაწესის მაგალითზე გიზიარებთ, რა მიიჩნევა მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად:

– გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება;
– გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
– სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

– სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

– მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

– მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

– მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

– სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი, ალკოჰოლური საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები, ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები, ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად, სანთებელა ან ასანთი, აზარტული თამაშის საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები, ელექტროშოკური მოწყობილობა, ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მათი გამოყენება.

– მოსწავლის დისკრიმინაცია;
– მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;
– ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;
– სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;
– სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება;
– სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

– მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა;
– მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;
– სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

– სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

– არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;

– მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა;
– ელექტრონული  საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენების  წესის დარღვევა.

დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე:

შენიშვნა, გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, სკოლიდან დროებით დათხოვნა, სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

დისციპლინური სახდელის რომელი ზომა როდის გამოიყენება

პუნქტი I – შენიშვნა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება;
საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;
მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში  მონაწილეობისას.
სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;
სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი, სანთებელა ან ასანთი, აზარტული თამაშის საშუალებები;
მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი II – გაფრთხილება, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

I პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;
მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ალკოჰოლური საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;
არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;
ელექტრონული  საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენების  წესის დარღვევა.
თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტის, აზარტული თამაშის საშუალებების გამოყენება სკოლის ტერიტორიაზე;
მოსწავლისათვის  შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი III – მკაცრი გაფრთხილება, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

II პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;
მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;
მოსწავლის დისკრიმინაცია;
მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;
სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;
სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის დაკარგვა ან/და დაზიანება;
მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი IV – საყვედური, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

III პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (მკაცრი გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;
სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;
მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება;
სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ფსიქოტროპული საშუალებებით მოსწავლის გამოცხადება;
მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი V – სასტიკი საყვედური, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

IV პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად, ელექტროშოკური მოწყობილობა, ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი VI – სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5 სასწავლო დღემდე სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

V პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადეა) ნისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;
მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება;
სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ნარკოტიკული საშუალებები, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

პუნქტი VII – სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5-დან 10 სასწავლო დღემდე დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

VI პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა – 5 სასწავლო დღემდე) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;
მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების გამოყენება: ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად, ელექტროშოკური მოწყობილობა, ნარკოტიკული საშუალებები, ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომისას, სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით მეტად არის შესაძლებელი მისი დისციპლინის გაუმჯობესება და განმეორებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენცია.

საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა 5-დან 10 სასწავლო დღემდე) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება  განზრახ არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს, თუ საფრთხე ექმნება სხვა მოსწავლის ან სკოლაში დასაქმებული პირის ჯანმრთელობას ან/და უსაფრთხოებას.

გადაცდომათა ერთობლიობის დროს, სკოლაში დასაქმებულ პირს/მოსწავლეს დაეკისრება უფრო მძიმე გადაცდომისთვის გათვალისწინებული სახდელი. გადაცდომათა ერთობლიობა გულისხმობს რამდენიმე გადაცდომის ჩადენას, რომლებიც გამოვლენილია, მაგრამ მასზე დისციპლინური სახდელის დაკისრება ჯერ არ მომხდარა.

მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 3 თვე. თუ მოსწავლემ სახდელის დაკისრებიდან 3 თვის ვადაში არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც არ დაკისრებია ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არ მქონედ.

ასევე იხილეთ: 

შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს

schools.ge (ნ)