GE
25 ნოემბერი, 2019 15:06

რა პრიზებს მიიღებენ კომაროვის სკოლის მათემატიკის III ფესტივალის საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები

მალე კომაროვის სკოლის და ექსპოჯორჯიას ერთობლივი პროექტი – კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი განხორციელდება. აღნიშნული ფესტივალი ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში 2019 წლის 6-7 დეკემბერს გაიმართება.

ფესტივალი გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

  • I კატეგორია – საქართველოს სკოლების მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა).
  • II კატეგორია – საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის რაზმაძის, ბათუმის ფიზ-მათ და რუსთავის ფიზ-მათ სკოლებისა).

ფესტივალის ყველა მონაწილეს და გუნდის ხელმღვანელს გადაეცემა სერტიფიკატი.

ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ, I ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს გადაეცემა ტექნიკის 250-ლარიანი ვაუჩერი.

II ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს გადაეცემა ტექნიკის 100-ლარიანი ვაუჩერი.

III ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს – კინოთეატრ კავეას ბილეთები.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო გუნდის სამივე მონაწილე დაჯილდოვდება 200-ლარიანი ვაუჩერით.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია გისურვებთ წარმატებას!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება