რას ნიშნავს იყო კომაროველი და რა ხდება, როცა კომაროველი კომაროველს ხვდება
ბიზნესსა და ეკონომიკაზე ორიენტირებულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ონლაინჟურნალმა – “ბიზნეს ფიდმა” გადაიღო ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა თაობის კომაროველი საკუთარ გამოცდილებას და სკოლასთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს.
“სხვანაირი განწყობა მიჩნდება და რაღაც სითბო მეღვრება თითქოს გულში, რადგან ყოველთვის გახსენდება ის წლები, რაც აქ გაგიტარებია და დამოკიდებულებაც სხვანაირი ხდება. სკოლა, რა თქმა უნდა, აძლევს ცოდნას ყველა საგანში, ხოლო ფიზიკასა და მათემატიკაში – მსოფლიო მასშტაბის ცოდნას. გარდა ამისა, ჩემი აზრით, აძლევს კრიტიკული აზროვნების უნარს, აძლევს პრობლემებისადმი არ შეშინების უნარს, აძლევს უნიკალურ სამეგობრო წრეს და განცდას იმისას, რომ მისთვის კარი ღიაა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მისაღწევად. კომაროველი არის მასშტაბურად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, არ უშინდება გამოწვევებს, შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა და უმრავლესობას უყვარს ეს სკოლა”, – ამბობს ვიდეოჩანაწერში კომაროველი, კომაროვის სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი,
რას ნიშნავს იყო კომაროველი და რა ხდება, როცა კომაროველი კომაროველს ხვდება? – იხილეთ “ბიზნეს ფიდის” ვიდეო.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა