როცა არდადეგების შემდეგ მერხთან დაბრუნება არცთუ ისეთი მარტივია – სამოტივაციო ფრაზები მოსწავლეებისთვის
2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები რამდენიმე დღეში დასრულდება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. დასვენებისა და გართობის შემდეგ, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ბევრი მათგანისთვის, შესაძლოა, არცთუ ისეთი მარტივი აღმოჩნდეს.
განათლების სპეციალისტი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებში სიტყვას აქვს ძალა და სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს უზიარებს სამოტივაციო ფრაზებს, რომლებიც მათ მარტივ ადაპტაციაში და ზოგადადაც დაეხმარებათ:
„სწავლა არ არის ტვირთი – ეს შესაძლებლობაა შენი მომავლისთვის“;
„ერთად შეგვიძლია ის, რაც მარტო შეუძლებელია“;
„შენ შეგიძლია ყველაფერი, თუ გწამს საკუთარი ძალის“;
„ცდას ყოველთვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე დანებებას“;
„შეცდომა – ეს არის გზა ცოდნისკენ“;
„მეგობრობა და თანამშრომლობა სწავლას უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის“;
„არ შეგეშინდეს შეცდომების – ისინი გაძლევენ გამოცდილებას“;
„დაიჯერე, რომ შეგიძლია და უკვე ნახევარ გზაზე ხარ“;
„მნიშვნელოვანია არა სისწრაფე, არამედ ის, რომ არ შეჩერდე“;
„სწავლა – შენი ყველაზე ძლიერი იარაღია“;
„რაც მეტს ისწავლი, მით უფრო თავისუფალი გახდები“;
„ცოდნა – სინათლეა, რომელიც ყოველთვის გზას გიჩვენებს“;
„არაფერი არ იკარგება – ყოველი მცდელობა გროვდება და შედეგს მოიტანს“;
„შენი უნარები განსაკუთრებულია“;
„შენ შეგიძლია იყო საკუთარი წარმატების შემოქმედი“;
„საკუთარ თავში რწმენა პირველი ნაბიჯია ყველაფრისკენ“;
„თითოეული პატარა ნაბიჯი მიგიყვანს დიდ მიზნამდე“;
„როცა ერთმანეთს ვეხმარებით, ყველანი ვსწავლობთ უკეთესად“.
ასევე იხილეთ:
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by მთავარი ედუზე
-
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები) by სკოლების ამბები
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი