როცა გაკვეთილზე 18 ბიჭი და მხოლოდ 4 გოგოა – დამრიგებლის სტრატეგიები განსხვავებული დინამიკის კლასში
წარმოიდგინეთ, როგორია საგაკვეთილო შესვენება კლასში, სადაც 18 ბიჭი და მხოლოდ 4 გოგონაა.
კლასები, სადაც გოგონები უმცირესობას წარმოადგენენ ან პირიქით, ბიჭები არიან უმცირესობაში, დამრიგებლისგან მართლაც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთი გამოწვევა აქვს დამრიგებელ თათია ჯინჭარაძეს. ის ამ გამოწვევას საინტერესოდ მიიჩნევს და EDU.ARIS.GE-ს იმ მიდგომებს უზიარებს, რომლებითაც ცდილობს, ყველა მოსწავლეს თანაბარ დრო და ყურადღება დაუთმოს.
„კლასში დისციპლინის დაცვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კლასში 18 ბიჭი და 4 გოგო გყავს. ყოველდღე შენ უნდა იყო მომრიგებელი, ბოქსიორი, ფეხბურთის კარგი მცოდნე, მშობელსა და მოსწავლეს შორის შუამავალი, დამრიგებელი. იმისთვის რომ სიმშვიდე და მეგობრული გარემო სუფევდეს, ყველას თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმო და არავის მიემხრო“, – ამბობს თათია.
როგორია ახალგაზრდა მასწავლებლის მიდგომა და სტრატეგიები:
„აუცილებელია, მოსწავლეებს ყოველდღიურად გავახსენოთ ქცევის წესები. ამისთვის ჩვენ ჯადოსნური კედელი გვეხმარება. ვამზადებთ ჯადოსნურ ელექსირებს, რომლის ინგრედიენტები სიყვარული, მოთმენა და პატიებაა. ხშირად ვყრით ჩვენს ჯადოსნურ ყუთში სამოტივაციო სიტყვებს, ვაწყობთ გულახდილი საუბრების საღამოს, წრეში დავსხდებით და ვყვებით ისეთ ამბებს, რომლებმაც გული გვატკინეს“, – აგვიხსნა თათიამ.
მასწავლებელმა საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით გვითხრა, რომ კლასებს სადაც გოგონები ან ბიჭები უმცირესობას წარმოადგენენ, აცუილებელია მართავდეს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი დამრიგებელი. როგორც გავიგეთ, ასეთ კლასებში მხიარული თავგადასავლები ნამდვილად ბევრია, მაგრამ არის სერიოზული გამოწვევებიც.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები