როგორ აქცია ახალგაზრდა მასწავლებელმა კანფეტები სასწავლო ინსტრუმენტად – კრეატიული გაკვეთილის გეგმა
რთულია კლასში იპოვნოთ მოსწავლე, რომელსაც კანფეტები არ უყვარს. გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც კი, მოსწავლეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დაწყებით კლასებში უჭირს გაკვეთილზე კონცენტრირება, როცა ჩანთაში კანფეტები ეგულება.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ხატია გოცაძე EDU.ARIS.GE-ს ამ თემაზე, იმ ორიგინალურ აქტივობას უზიარებს, რომელიც შემოქმედებითიცაა და საგანმანათლებლოც.
იხილეთ აქტივობის ნიმუში, ქართულის გაკვეთილის გეგმაში
აქტივობის აღწერა და მიმდინარეობა:
– მასწავლებელს მოსწავლეებთან მიაქვს კალათა, რომელშიც დამალულია გაკვეთილთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი (ბოთლი, კანფეტი, წიგნი, რობოტი). სთხოვს მოსწავლეებს, შეხების საშუალებით ამოიცნონ რა ნივთი იმალება კალათაში (კალათა თავდახურულია და ვერ ხედავენ ვიზუალურად). ნივთების ამოცნობის შემდეგ, უსვამს მოსწავლეებს შეკითხვებს – რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საგნები? რა ინფორმაციას იძლევა სათაური „სასწავლო კანფეტები“, რისთვის შექმნით ჯადუსნურ კანფეტებს და რატომ?
მოსწავლებელი ამზადებს, პრეზენტაციას სახელწოდებით: “კაროლინას მსგავსი რჩევები” (კაროლინა პერსონაჟია, რომელმაც მოსწავლეებისთვის შემნა ჯადოსნური კანფეტების რეცეპტები.
მოსწავლეებს ვთხოვთ, მოამზადონ კაროლინას მსგავსი რჩევები თანატოლებისთვის, საინტერესო წერილები.
მასწავლებლის გაფრთხილება: აღნიშნულ გაკვეთილს პროექტის ხასიათიც რომ ჰქონოდა, თეორიულთან ერთად, დაიგეგმა ხელოვნების სასახლეში ვიზიტი პროგრამაზე “კანფეტების ისტორია”. ხელოვნების სასახლეში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პროგრამაზე „სასწავლო კანფეტები“. პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა: თეორიული და პრაქტიკული აქტივობები. თეორიულ ნაწილში მოსწავლეები გაეცნენ კანფეტების შექმნის ისტორია, როგორ დამზადდა პირველი კანფეტი, რა ინგრედიენტებისგან შედგებოდა ის და ა.შ. ასევე ნახეს ფოტო-ვიდეო მასალა, ქარხნებში როგორ ხდება ფერადი და გემრიელი ტკბილეულის დამზადება. ხოლო პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეფუთეს და გაალამაზეს ტკბილეული, ყველა რეკომენდაციის დაცვით.
ხატია მასწავლებელმა გვიამბო, რომ გაკვეთილის ბოლოს, პრეზენტაციებისა და საკითხების შეჯამების შემდეგ, ის თითოეულ მოსწავლესთან მიდის კალათით, სადაც მოთავსებულია ლოლიპოპი სხვადასხვა გემოებით, მოსწავლეები კი ირჩვენენ რომლის დაგემოვნება სურთ.