როგორ დავაბრუნოთ შვილი არდადეგების შემდეგ სასკოლო გარემოში
საზაფხულო არდადეგების დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. ახალი სასწავლო წელი სულ რაღაც ერთ თვეში დაიწყება და მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. გართობისა და დასვენების სამთვიანი პერიოდის შემდეგ ბავშვებს სასწავლო პროცესთან ადაპტაცია არცთუ იშვიათად უჭირთ. იმისთვის, რომ მოსწავლე სასკოლო გარემოს მარტივად და სტრესის გარეშე დაუბრუნდეს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მშობლებისთვის რამდენიმე საგულისხმო რჩევას აქვეყნებს.
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:
დღის რეჟიმი
ძილის, გაღვიძებისა და კვების დრო ეტაპობრივად მივუახლოვოთ სასკოლო რეჟიმს.
მცირე საგანმანათლებლო აქტივობები
ყოველდღიურად 15-20 წუთი წიგნის კითხვა, ხატვა, წერა ან ასაკისთვის შესაფერისი დავალება საკმარისია სასკოლო დღის წესრიგთან დასაბრუნებლად.
ეკრანთან გატარებული დროის შემცირება
თუ ზაფხულის პერიოდში ეკრანთან გატარებული დრო გაიზარდა, სასწავლო წლის დაწყებამდე მისი მკვეთრი შეზღუდვა ბავშვისთვის სტრესულია. შეამცირეთ დრო ეტაპობრივად და წინასწარ შეათანხმეთ ბავშვთან ეკრანის გამოყენების დრო და პირობები.
ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა
დავუბრუნდეთ იმ უნარებზე მუშაობას, რომლებიც სკოლაში ყოველდღიურად დასჭირდება – ნივთების მოწესრიგება, დროის მართვა, გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.
სკოლაზე საუბარი
მოუსმინეთ ბავშვის განცდებს, დაუსვით კითხვები და ერთად იფიქრეთ, რა დაეხმარება სასკოლო გარემოსთან დაბრუნებაში.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS