როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს, 12 აგვისტოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესი დაამტკიცა, რომლის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოს გაყიდვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ხოლო უსასყიდლოდ სახელმძღვანელოები გადაეცემათ პროგრამით განსაზღვრულ ბენეფიციარებს: ცნობილია, ვინ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ – მიზნობრივი პროგრამა პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა
როგორ შეგეძლებათ სახელმძღვანელოების გამოცვლა
იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო(ებ)ს აღმოაჩნდა იმგვარი წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დასაბუთებული წერილით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“, რომელიც მიმართვის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ კორესპონდენციას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სახელმძღვანელო(ები)ს ახლით შეცვლას.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი უსასყიდლოდ გადაცემულ სახელმძღვანელოს მნიშვნელოვნად დააზიანებს/გაანადგურებს ან დაკარგავს, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ შესაბამისი სახელმძღვანელოს განმეორებით უსასყიდლოდ გადაცემა არ განხორციელდება.
იხილეთ: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასური
სახელმძღვანელოების მოვლა-შენახვის წესი და მშობლის ვალდებულება
1. სახელმძღვანელოები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და არ უნდა გადაეცეს მესამე პირებს.
2. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა, არ უნდა მოხდეს მისი დაზიანება (ფურცლების ჩაკეცვა, მინაწერების ან/და ჩანახატების გაკეთება და ა.შ.).
3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სახელმძღვანელოს მიღების დროს ვალდებულია დაათვალიეროს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სკოლას.
“პროგრამის შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესი და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები რეგულირდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული „მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესითა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებით“, – განმარტებულია განათლების მინისტრის ბრძანებაში.
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by მთავარი ედუზე
-
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები) by სკოლების ამბები
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი