ცნობილია, ვინ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ – მიზნობრივი პროგრამა პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, დამტკიცდა “სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა”.
დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა სახელმძღვანელოების გადაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო და ჩამონათვალი თუ ვინ მიიღებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ.
პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:
-საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);
-კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;
-ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;
-ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 (ცხრა) სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II − XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);
-კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს (მხოლოდ დედაენის სახელმძღვანელოები);
-კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები;
-სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად.
როგორ განხორციელდება პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირება და სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრა იხილეთ ირაკლი კობახიძის მიერ 11 აგვისტოს ხელმოწერილ დადგენილებაში.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება