როგორ შევურჩიოთ საჩუქარი ბავშვს – სპეციალისტის დამხმარე ინსტრუქცია
ახალი 2025 წელი დგება, ეს კი ყველაზე მეტად ბავშვებს ახარებთ. საჩუქრებს ხომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი ელოდნენ და კვლავაც ელიან.
მშობლებო, განსხვავებით მეგობრის თუ მათი შვლებისა, თქვენთვის შედარებით მარტივია საჩუქარი შვილისთვის შეარჩიოთ.
სპეციალურად, EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე თქვენთვის საჭირო რეკომენდაციებს გიზიარებთ.
სპეციალისტი გეტყვით, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის საჩუქრის შერჩევის პროცესში.
სპეციალისტის პრაქტიკული, დამხმარე ინსტრუქცია:
გაითვალისწინეთ: საჩუქრის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის პრინციპის შენარჩუნება, ბავშვის უფლებების, მისი საჭიროებებისა და ინეტერესების გათვალისწინება.
ასაკი და ინტერესები – დარწმუნდით, რომ საჩუქარი შესაფერისია ბავშვის ასაკისთვის. გაიგეთ, რით ინტერესდება ბავშვი (წიგნები, ლეგო, ფაზლი, მანქანები…), შეარჩიეთ საჩუქარი, რომელიც ბავშვის განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
უსაფრთხოება – საჩუქარი უნდა იყოს უსაფრთხო, განსაკუთრებით თუ ბავშვი დაბალ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვბენა. მოერიდეთ სათამაშოების შეძენას რომელიც მცირე დეტალებს შეიცავს თუ ბავშვი 3 წლამდეა, ან საჩუქრებს, რომლებიც შეიძლება ალერგიის გამომწვევი იყოს. სასურველია მშობელთან გასაუბრება, ნუ შეიძენთ ისეთ ნივთს, რასაც მშობელი ეწინააღმდეგება (მაგ., ტკბილეული ან ტექნოლოგიები/გაჯეტები).
რელიგიური რწმენები და ტრადიცია – დარწმუნდით, საჩუქარი ოჯახისა და ბავშვის ფასეულობებს თუ შეესაბამება.
ნეიტრალურობა – თუ ბავშვის ინტერესები კარგად არ იცით, აირჩიეთ ნეიტრალური და ყველასათვის მისაღები საჩუქარი, როგორიცაა ფერადი სათამაშოები, წიგნები ან ლამაზი ტანსაცმელი.
პრაქტიკულობა – საჩუქარი შეიძლება იყოს ისეთი, რაც ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება, მაგალითად, ზამთრის ქუდი, ხელთათმანები, კაშნე ან ფერადი ჭურჭლის ნაკრები.
ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება – თუ ბავშვს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, სასურველია, მშობელთან გაიაროთ კონსულტაცია და საჩუქარი ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩიოთ (სენსორული სათამაშოები, მუსკალური ინსტრუმენტები, ილუსტრირებული წიგნები).
ბიუჯეტი – საჩუქარი არ უნდა იყოს გადაჭარბებული ან ზედმეტად ძვირი, რომ მშობელმა თავი უხერხულად არ იგრძნოს.
სპეციალისტი გვირჩევს, რომ არ დაგვავიწყდეს ბოლო შტრიხები და შერჩეული საჩუქარი ლამაზად შევფუთოთ, რადგან ბავშვებისთვის პაკეტის გახსნის პროცესი ყოველთვის განსაკუთრებული და სასიხარულოა.