3 თებერვალი, 2026 15:00
როგორ უნდა გაიაროს მშობელმა ავტორიზაცია და ნახოს მეორე შვილის მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – ინსტრუქცია EMIS-სგან
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გაიაროს მშობელმა ავტორიზაცია ელექტრონულ ჟურნალში და როგორ ნახოს მეორე შვილის მონაცემები.
EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის მიერ დღეს, 3 თებერვალს გამოქვეყნებულ თითოეულ ნაბიჯს უცვლელად გთავაზობთ.
1. ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციის გასავლელად:
- გადადით ვებგვერდზე onlineschool.emis.ge
- ველში – „მომხმარებლის სახელი“, შეიყვანეთ 11-ნიშნა პირადი ნომერი
- ველში – „პაროლი“, შეიყვანეთ ის პაროლი, რომელიც რეგისტრაციის დროს დააყენეთ
- დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“
ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებას.
2. ელექტრონულ ჟურნალში მეორე შვილის მონაცემების სანახავად:
- გაიარეთ ავტორიზაცია ელექტრონულ ჟურნალში თქვენი მომხმარებლით (პირადი ნომრით)
- ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩამოშალეთ მენიუ
- აირჩიეთ ფუნქცია „როლის შეცვლა“
- გამოჩენილ ფანჯარაში მონიშნეთ როლი „მშობელი“
- სისტემა გამოიტანს საჯარო სკოლის მოსწავლეების/შვილების ჩამონათვალს
- მონიშნეთ სასურველი შვილის სახელი და გვარი
- დააჭირეთ ღილაკს „არჩევა“
არჩევის შემდეგ, ავტომატურად გადახვალთ არჩეული შვილის პირად გვერდზე, სადაც მისი მონაცემების ნახვას შეძლებთ.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა მიიღოს მშობელმა შვილის სასკოლო შეფასებები და სხვა შეტყობინებები მობილურ აპლიკაციაში
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები