ტექნოლოგიების მასწავლებელი კოლაბორაციული გაკვეთილის პრაქტიკაზე საუბრობს – როგორ ვასწავლე მოსწავლეს სიტყვათა დამარცვლა
„კომპიუერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებელთან კოლეგების კომუნიკაცია და თანამშრომლობა აუცილებელია, განასაკუთრებით დაწყებით კლასებში“, – ამის შესახებ ტექნოლოგიების საგნის პედაგოგი, მაია ბაზღაძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ერთი გაკვეილის მაგალითზე გვიზიარებს პრაქტიკულ ინსტრუქციას, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლებს შორის კოლაბორაცია.
„ვთქვათ, ქართულ ენაში მოსწავლეს ასწავლით მარცვლებს. თქვენ აუცილებლად უნდა უთხრათ ეს ტექნოოგიების მასწავლებელს. ის ამ თემას კიდევ უფრო უკეთ დაასწავლის ტექნოლოგიის გამოყენებით. გაგიზიარებთ კონკრეტულ რესურსს, რომელსაც პირველი კლასის მოსწავლეები იყენებენ.
„ტექნოლოგიების გაკვეთილზე ვმუშაობთ სხვადასხვა პროგრამაში. პრაქტიკაში გადაგვაქვს სხვა საგნებში მიღებული ცოდნა. მაგალითად, ვასწავლი თუ როგორ გამოიყენებს მასალას ვორდის ფაილში. ვაკეთებინებ რესურსს. მოსწავლეს ვეუბნები: აბა, რაც ისწავლეთ გადავიტანოთ ვორდში. ვქმნით ფერად რესურსებს. შედეგად, 2 საგნის მასწავლებელი ამ გზით ახდენს ნასწავლის მონიტორინგს“, – აგვიხსნა ქალბატონმა მაიამ.
იხილეთ პრაქტიკული რესურსი: მარცვლების დალაგება
პედაგოგი აღნიშნავს, რომ კოლაბორაცია და თანამშრომლობა განსაკუთრებით ეფექტურია და ამას საკუთარი მოსწავლეების მაგალითზე ხედავს.
-
ცნობილია, საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სკოლა და სად სწავლობს ყველა მეტი მოსწავლე 2025-2026 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
„ფურცლებზე გადმოღვრილი ემოციები“ – აქტივობა, რომელიც მენტორმა მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი