26 ივლისი, 2022 10:27
„როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე“ – ტრენინგი „პოლიგლოტში“
სკოლა „პოლიგლოტი“ აქტიურად არის ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ტარდება და მომავალშიც იგეგმება სხვადასხვა აქტივობა. სკოლის დირექციის ინიციატივითა და ორგანიზებით, მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე“.
ტრენინგი ჩაატარა ხარისხის მართვის მენეჯერმა, ანი კვიჟინაძემ. სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ ანას მთელი წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისთვის.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი