ცნობილია, საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სკოლა და სად სწავლობს ყველა მეტი მოსწავლე 2025-2026 სასწავლო წლისთვის
2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათგან ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) კი იმერეთში იყო. ამის შესახებ უახლეს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, წინა სასწავლო წელთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა, დღეს არსებული 2 292 სკოლიდან კი, 2 086 საჯაროა, ხოლო 206 – კერძო.
საქსტატი აქვეყნებს მოსწავლეთა მაჩვენებლებსაც, საიდანაც ირკვევა, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (36.0%) თბილისში სწავლობს. ზოგადად კი, ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისში, 644.2 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება.
ამასთან, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8%, ხოლო კერძოში – 11.2% სწავლობს. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4% გოგოა, ხოლო 51.6% – ბიჭი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს, საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8%-ით ნაკლებია. დაწყებითი განათლება კი მიიღო 55.0 ათასმა მოსწავლემ, რაც ასევე ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8%-ით.
ასევე იხილეთ:
-
„ფურცლებზე გადმოღვრილი ემოციები“ – აქტივობა, რომელიც მენტორმა მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა