GE
12 ნოემბერი, 2021 17:12

საერთაშორისო სტანდარტის განათლება სკოლა “პროგრესში”

განათლების მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობენ, პრიორიტეტებშიც ყოველთვის მოიხსენიებენ, თუმცა დღემდე მცირე რაოდენობით არის სკოლა, რომელიც რეალურ ხარისხიან ცოდნას, მაღალი ღირებულებებით აღსავსე ცნობიერებას და ლაღ გარემოს სთავაზობს სხვადასხვა ასაკის ბავშვს. გთავაზობთ ინტერვიუს ნანა ჩარექიშვილთან, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის ბათუმის ფილიალის დირექტორთან.

– ქალბატონო ნანა, რას ნიშნავს შეფასება – კარგი სკოლა?

– ალბათ ყველას თავისი შეხედულება აქვს კარგ სკოლაზე, თუმცა მე ვფიქრობ სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს პროგრესული გარემო, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს ყოველ საფეხურზე განვითარდეს, გამოიმუშავოს სათანადო უნარ-ჩვევები, ცოდნა და აზროვნება, ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება და მაღალი სამოქალაქო შეგნება, იზრუნოს როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზე. კარგი სკოლა მე ასე წარმომიდგენია და ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ ყოველდღიურად.

– როგორც ვიცი, ძალიან აქტიური მოსწავლეები და მასწავლებლები გყავთ – მუდმივად სიახლეები და მიღწევებია სკოლაში.

– ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელთა დამსახურებითაც იმდენად საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები ტარდება, რომ სოციალური მედია მენეჯერი გაშუქებასაც ვერ ასწრებს. სწორედ ამ აქტიურობის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებიც ხშირად გვახარებენ მიღწევებით. მოსწავლეებს უნდა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და გაკვეთილები არ უნდა იყოს დამღლელი. მიღწევები კი დამატებით მოტივაციას აძლევს ყველა მოსწავლეს.

– თქვენ სკოლაში გაძლიერებულად რომელ საგნებს ასწავლით?

– ჩვენი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სასწავლო პროგრამების უნიკალურ დიზაიანს, რომელიც მოიცავს დამატებით საათებს უცხო ენების და ინოვაციური ტექნოლოგიების, ე.წ. STEM-ის მიმართულებით. ახლახანს ჩვენი მოსწავლე დავით რუსია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამართულ – ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსის ფინალში გავიდა. ჩვენი მოსწავლეებით NASA დაინტერესდა, შეხვედრებიც ჰქონდათ. რაც შეეხება უცხო ენებს, ჩვენს მოსწავლეებს საუკეთესო ქულები აქვთ ხოლმე საერთაშორისო გამოცდებში და შესაბამისად, საუკეთესო უნივერსიტეტებში ირიცხებიან როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

– რომელ საფეხურებს მოიცავს თქვენი სკოლა?

– ჩვენი სკოლა მოიცავს ყველა საგანმანათლებლო საფეხურს, მათ შორის სკოლამდელ მომზადებას, დაწყებით საფეხურს, საშუალო სკოლას და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ აღსანიშნავის, რომ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენ სკოლას აქვს ამერიკული აკრედიტაცია, ამიტომ მოსწავლეებს ვთავაზობთ ქართულ და ინგლისურ პროგრამებს. ჩვენი სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ‘College Board’-ის მიერ. ასევე ამერიკული საერთაშორისო აკრედიტაციით “Advanced” მიერ, რაც საშუალებას გვაძლევს უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შევთავაზოთ და ვასწავლოთ AP (advanced placement) წინა-საუნივერსიტეტო კურსი და გავცეთ ორმაგი ატესტატი – როგორც ქართული (სახელმწიფო), ისე საერთაშორისო.

– თქვენ ახსენეთ ბავშვი ლაღი უნდა იყოსო, რას გულისხმობთ და როგორ აღწევთ ასეთი დატვირთული პროგრამის ფონზე?

– დიახ, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვი სწავლობდეს მეგობრულ და სიყვარულით სავსე გარემოში, თუ შეხვედრიხართ ჩვენს პედაგოგებს, ისიმი მოწოდებით მასწავლებლები არიან და მოსწავლეებს საგანთან ერთად ერთმანეთის სიყვარულს და ადამიანებთან ურთიერთობას ასწავლიან. ამ დაძაბულ გარემოში, მნიშვნელოვანია ბავშვი სიკეთის ქმნას, სხვებზე ზრუნვას და სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობდეს.

– ამიტომაც ამბობენ, რომ ხშირად გსტუმრობენ პატარები, თქვენთან ამბების მოსაყოლად და ჩასახუტებლად?

– დიახ, კორონას გამო თავს ვიკავებთ, თორემ ხშირია ჩვენთან ჩახუტებები და პოზიტიური ენერგიის ერთმანეთისთვის გადაცემა.

– პანდემიამ ალბათ სირთულეები შეგიქმნათ?

– პანდემიამ თავდაპირველად დიდი გამოწვევები წარმოქმნა, მაგრამ ამავე დროს გვასწავლა ახალი შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ შევძელით სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა, სწრაფად დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები და საამაყოა, რომ თუ სხვა კერძო სკოლებიდან გადინება მოხდა, ჩვენთან მინიმალური იყო ბავშვების სხვა სკოლაში გადასვლა.

– ინტერვიუს ბოლოს ახალ სკოლაზე გკითხავთ, რა პროცესშია ახალი სკოლის მშენებლობა?

– ბათუმში პროგრესის აკადემისს ყველაზე დიდი კამპუსის აშენება, რომელიც იქნება აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით და კაფეტერიებით. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.გვაქვს დიდი გეგმები, რომლებსაც თანდათან გაგიმხელთ!

– წარმატებას გისურვებთ ახალ წამოწყებებში!

EDU.ARIS.GE - სკოლები