საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ფორუმი თბილისის #51-ე სკოლაში
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში I-XII კლასის მოსწავლეების ჩართულობით ჩატარდა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ფორუმი ,,სოციალური ურთიერთობები და სამოქალაქო განათლება“.
ფორუმის მიზანი იყო: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით, სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოების, სახელმწიფო მოწყობის,სოციალური ურთიერთობის პრინციპების შესწავლა და პრაქტიკულ აქტივობებში ცოდნის რეალიზება, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრებით თანამშრომლობითი კულტურის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ღირებულებითი სფეროს, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ფორუმის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები: საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: ,,მე და კონსტიტუცია’’; ,,ბავშვის უფლება-მოვალეობები, პრობლემები და გადაჭრის გზები’’, ტრენინგი მშობლებისა და მოსწავლეებისთვის ,, ინკლუზიური განათლების განვითარება’’, საგნის ,,მოქალაქეობა’’ სახელმძღვანელოს ავტორების მასტერკლასი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, VII კლასის მოსწავლეთა ესეების კონკურსი თემაზე ,,მე ვარ აქტიური მოქალაქე“, საგანმანათლებლო კონკურსი: „იცოდე კანონი და იყავი დაცული“, იმიტირებული პროცესი და ინტელექტუალური თამაში ,,ისტორია სამსჯავროზე’’, მოსწავლეთა სახელოვნებო ინსტალაცია: ,,ფერწერული გალაკტიონი’’, პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების ემოცია’’, საქველმოქმედო აქცია: „აჩუქე წიგნი“, ლიტერატურული კონკურსი „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშები“, მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტი: „გაეროს კონფერენციის მოდელირება“.
ღონისძიებაზე გაიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით ბავშვთა უფლებებზე გადაღებული ვიდეო რგოლის და მოსწავლეთა მიერ მომზადებული სოციალური ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საზოგადო მოღვაწე ლადო კახაძე, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი რუსუდან თევზაძე, ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის წარმომადგენელი თამარ კეშელავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი, რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი მარიკა ნიკოლოზაშვილი, 51- ე სკოლის კურსდამთავრებული ნათია სვანაძე და ჯგუფი `THE QUINTESSENCE“.
ღონისძიებაზე სკოლის დირექტორის მ/შ ნინო ალექსიძემ ფორუმის გამარჯვებულ მონაწილეებს გადასცა სიგელები.
საგანმანათლებლო – შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულები არიან: ნინი ბერაძე, ლიზი ბოლქვაძე, მარი კვირკვია, ნუცა სირბილაძე, ემინ აბასოვი, ნანა ლობჟანიძე, ლიკა სიჭინავა, მარიამ ბერაძე, ნიკა იაშვილი, მარიამ მაჭარაშვილი, ნინია მეტრეველი, მარიამ ფარცხალაძე, თინათინ ჯიშკარიანი, ნატალია სურგულაძე, ელიზავეტა კუკავა, ანა მიროტაძე, ანანო ქუთათელაძე, გვანცა გორგიშელი, ლიზი ჯიბლაძე, სანდრო კვინიკაძე, მარიამ კაცაძე, ელენე არაგვიშვილი, ნინო კიკვაძე, თამაზ დემეტრაშვილი, სოფო ლონდარიძე, კატო გიუნაშვილი, საბა ცაგარეიშვილი, ნიკა ბაქრაძე, გიორგი კურტანიძე, მერი გიუნაშვილი, მარიამ სამხარაული, სალომე ნოზაძე, ბექა ხალვაში.
ღონისძიება წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:
- ღონისძიების გახსნა – №51 სკოლის დირექტორის მ/შ ნინო ალექსიძე;
- პროექტი: „მინი მუზეუმი“- საგნის მე და საზოგადოების პედაგოგი გვანცა მეტრეველი;
- კონკურსი „იცოდე კანონი და იყავი დაცული“ – საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ანა კუპრავა-გოგოლაძე;
- ესეების კონკურსი: „მე ვარ აქტიური მოქალაქე“, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება – საგნის მოქალაქეობის პედაგოგი ნინო გვენეტაძე, ინგლისური ენის პედაგოგი თამარ კალაძე;
- საბაზო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია: ‘მოქალაქეობა, არსებული რეალობა და ჩემი აქტიურობა პოზიტიური გარემოს დამკვიდრებისთვის“, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება – საგნის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ოზბეთელაშვილი;
- საშუალო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია „მე და კონსტიტუცია“, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება- ისტორიის პედაგოგი ეკა რევაზაშვილი;
- ინტელექტუალური თამაში „ისტორია სამსჯავროზე“ – ისტორიის პედაგოგი თამარ ჯავახიშვილი;
- პროექტი: „ჯანსაღი ცხოვრების ემოცია“- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ლია ბერაძე;
- ლიტერატურული კონკურსი „ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშები – სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი მაია ჩიხრაძე;
- მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტი: „გაეროს კონფერენციის მოდელირება“ – საშუალო საფეხურის თვითმმართველები;
- სახელოვნებო ინსტალაცია „ფერწერული გალაკტიონი“- №51 სკოლის სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი ნანა ვერულაშვილი;
- სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაცია.
ფორუმის დასკვნით საღამოს უძღვებოდნენ: ქეთა ქემოკლიძე, მარიშა ჯმუხაძე, ნიკა ბაქრაძე, ლექსო მღებრიშვილი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების ანუკი ბუჯიაშვილის, დეა ნადიბაიძის და ლუკა პატარქალაშვილის ნამუშევრები.