30 ივნისი, 2021 10:53
საინტერესო აქტივობა სკოლა „პოლიგლოტში“
2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი იქნება.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ამ მნიშვნელოვან მოვლენას სკოლა „პოლიგლოტში“ მიეძღვნა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი წაკითხული ქართული და უცხოური წიგნები. იმსჯელეს ავტორისა და საინტერესო ეპიზოდების შესახებ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობნდენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები: თეონა დიასამიძე და მაია კვირკველია