17 ოქტომბერი, 2022 17:36
სანთებელა, დიდი ოდენობის ფული, მომწამლავი ნივთიერებები – რა ნივთების შეტანა ეკრძალებათ მოსწავლეებს სკოლაში
მოსწავლის ქცევის კოდექსში ჩამოთვლილია ის ნივთები, რომელთა სკოლაში შეტანაც მოსწავლეებს ეკრძალებათ.
ამ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი ასეთია:
- თამბაქოს ნაწარმი;
- ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;
- სანთებელა ან ასანთი;
- ალკოჰოლური საშუალებები;
- ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
- ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
- აზარტული თამაშის საშუალებები;
- უხამსობის ამსახველი ნივთები;
- ნარკოტიკული საშუალებები;
- ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
- ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი