12 მაისი, 2026 15:54
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 292 საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა.
საქსტატის ცნობით, მათგან ყველაზე მეტი – 392 სკოლა, იმერეთის მხარეშია. დანარჩენი რეგიონების მონაცემები კი ასეთია:
- შიდა ქართლი [უცნობია ერედვის, თიღვისა და ქურთის მონაცემები] – 170 სკოლა;
- ქვემო ქართლი – 264 სკოლა;
- სამცხე-ჯავახეთი – 205 სკოლა;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 259 სკოლა;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69 სკოლა;
- მცხეთა-მთიანეთი [უცნობია ახალგორის მონაცემები] – 88 სკოლა;
- კახეთი – 191 სკოლა;
- გურია – 101 სკოლა;
- აჭარის ა/რ – 254 სკოლა;
- აფხაზეთის ა/რ – 15 სკოლა.
თვითმმართველი ქალაქების მიხედვით, მონაცემები შემდეგია:
- თბილისი – 284 სკოლა;
- ბათუმი – 45 სკოლა;
- ქუთაისი – 48 სკოლა;
- რუსთავი – 33 სკოლა;
- ფოთი – 14 სკოლა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მიხედვით საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობას, თვითმმართველი ქალაქების გამოკლებით, მუნიციპალიტეტებს შორის მარნეული ლიდერობს, სადაც 75 სკოლა ფუნქციონირებს. მას კი 71 და 65 სკოლით გორისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები მოყვება.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი