GE
13 აგვისტო, 2024 11:55

სასაუბრო ინგლისურის გაკვეთილი მშობლებისთვის – „თუ შვილთან ერთად მოგზაურობთ, გამოიყენეთ ეს დიალოგი!”

„უამრავი ტურისტი გვყავს, უცხოელებთან კომუნიკაცია აუცილებლად მოგიწევთ – მთაშიც და ბარშიც. ჩემი რჩევაა, თუ შვილთან ერთად მოგზაურობთ, გამოიყენეთ ეს დიალოგი! დაკვირვებით ივარჯიშეთ, ეს, თქვენს საზაფხულო თავგადასავალს მრავალფეროვანს გახდის და ენის უნარ-ჩვევებსაც გაიუმჯობესებთ“, – ამის შესახებ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, სოფია ქუხილავა გვესაუბრება.

გამოცდილი ენის სპეციალისტი, რომელიც ინგლისურში მაგისტრის დიპლომს ფლობს გვიამბობს, რომ რაც უფრო ნაკლებად ვიცით უცხო ენა, მით უფრო გვიჭირს სასაუბრო ენაში სიმორცხვის დაძლევა. სოფია გამოსავლად იმ სიტყვებისა და წინადადებების დასწავლას გვთავაზობს, რომელიც კომუნიკაციას გაუმარტივებს იმ მშობლებსაც, რომლებმაც უცხო ენა საერთოდ არ იციან.

იხილეთ: გაცნობა – დიალოგი 1

გაცნობა (Introduce) დიალოგი 2

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება – Welcome
– რა გქვიათ – What is your name?
– მე მქვია – My name is …
– ჩემი გვარია – My surname is …
– ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ/გაგაცნოთ – Let me introduce you …
– გაიაცანით ჩემი გოგონა ( ვაჟი) – Meet my doughter /son or this is my doughter/son.
– ნება მომეცით გავაცნო თქვენი თავი – Let me introduce you to him/her…
– მოხარული ვარ თქვენი გაცნობით – Nice to meet you.
– ნება მომეცით გაგეცნოთ – May I introduce myself
– გაიცანით ქალბატონი/ბატონი – Meet Mr/Mrs …
– მგონი, ადრე შევხვედრილვართ – We’ve met before.
– იცნობთ ერთმანეთს? – Have you met?
– მსურს გაგაცნოთ – I want you to meet …
– უკვე იცნობთ? – Have you meet?…
– ბევრი მსმენია თქვენზე – I have heard a lot about you.
– რით შემიძლია გემსახუროთ? – What can I do for you?
– მოდით „შენ“- ობით მივმართოთ ერთმანეთს – Let’s move to first name terms
– არ დაიკარგოთ, შევეხმიანოთ ერთმანეთს – Let’s keep in touch
– მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას – I’m looking forward to see you
– ბედნიერად – Take care of yourself
– როგორაა საქმე – How are things with you?
– რა კარგია, რომ გხედავ- Lovely/Nice/ Glad to see you again
– გმადლობთ – Thank you/ Thanks.

ასევე იხილეთ:

„ამ ასაწყობ პაზლებს ჩვენი ქვეყნის შესწავლისთვის გამოიყენებთ“ – რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში