გივი მიქანაძის პასუხი მშობლებს, რომლებიც სასკოლო ფორმის ყიდვას არ აპირებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სასკოლო ფორმის ტარებას სავალდებულო წესად დაადგენს და იმ მშობლებთან, რომლებიც ფორმის შეძენის წინააღმდეგი არიან, “მუშაობა გაგრძელდება”.
განათლების მინისტრმა დღეს, 5 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მშობლებს შეახსენა, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი.
განათლების მინისტრის თქმით, უმცირესობაა მშობლების ის ნაწილი, რომლებსაც სასკოლო ფორმის შეძენა არ სურთ და მისთვის გაუგებარია ამის მიზეზიც.
“როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ – აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.
შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეების სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს სასწავლო პროცესში ჩართული და მშობლებთან მუშაობა გაგრძელდება. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ მთლიანად საზოგადოებასთან. ის, რაც მისი შვილისთვის არის საუკეთესო, ამის გაპროტესტება წარმოუდგენლად მიმაჩნია”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი, რაც მიმდინარე რეფორმის ფარგლებში იდგმება, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებულნი.
ასევე იხილეთ:
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ – ჩამონათთვალი განისაზღვრა
-
გამსვლელი ქულა ფიზიკაში, სწორი პასუხები და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულა უცხოურ ენებში – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების წესი და პროგრამების ღირებულებები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება