GE
17 თებერვალი, 2022 11:07

სახალისო აქტივობა მათემატიკაში – სკოლა პოლიგლოტი

სკოლა “პოლიგლოტის” მეორე “ბ” კლასმა მათემატიკაში გაიარა თემა “ქართული ფული”.
ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით მეორე ,,ბ”კლასში გაიხსნა საკანცელარიო მაღაზია იმისათვის,რომ ბავშვებისათვის სახალისო და საინტერესო პროცესი ყოფილიყო ამ თემის შესწავლა ითამაშეს ,,მაღაზიობანა”. საკლასო ოთახში მოაწყვეს დახლები,განათავსეს ზედ სალარო აპარატი და საკანცელარიო ნივთები , რომლებსაც ეწერა ფასები,დაამზადეს ქაღალდის ფულის ბანკნოტები და მონეტები,მოსწავლეებმა რიგ-რიგიბით მოირგეს გამყიდველისა და მყიდველის როლი და გააჩაღეს ,,ვაჭრობა”. ამ საინტერესო აქტივობით მათ გამოუმუშავდათ ფულის ცნობისა და ანგარიშის უნარიდა ასევე მაღაზიაში მოქცევის წესები. ძალიან საინტერესო აქტივობა იყო.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები