შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან
სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემების არსებობისთვის, რადგან ორგანიზაციებში ყველა ჯგუფს ჰქონდეს თანამონაწილეობის შესაძლებლობა და უფლება.
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე საჯარო სკოლების თვითმმართველობების გააქტიურებას. კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის ამსახველი გამოფენა.
გამოფენაში 51-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობამ წარმოადგინა 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დააანონსა 2019-2020 სასწავლო წელს განსახორციელებელი საქმიანობის მიმართულებები და სკოლების საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეებს, როგორც სკოლაში ცვლილებების ელჩებს, საზეიმო ვითარებაში გადასცა რწმუნებათა სიგელი.