„სიუჟეტს კლასის გამოწვევებს ვარგებ“ – დამრიგებელი, რომელიც მოსწავლეებისთვის მოთხრობებს თავად წერს
სწავლა-სწავლება ბედნიერებას მარტო მოსწავლეებს არ ანიჭებს. თავად ჭეშმარიტი პედაგოგებისთვისაც, ეს ნამდვილი ნეტარებაა.
EDU.ARIS.GE გაგაცნობთ ახალგაზრდა დამრიგებელს, რომელიც ახლი ცოდნების შეძენით მუდმივად არის დაინტერესებული. სოფი ბოცვაძე ახლა მოსწავლეებისთვის იმ მოთხრობებს წერს, რომლითაც პატარებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები უნდა შეასწავლოს.
სოფიო კოლეგებისთვის ახლახანს დასრულებულ მოთხრობას გვიაზიარებს, სახელწოდებით: “დათვი და მელა”.
ჩამოტვირთე, მასწავლებლის მოთხრობა: „დათვი და მელა”
პედაგოგი მოგვითხრობს, რომ პატარებს მეგობრობის, სიყვარულის, თანაგრძნობის, ერთმანეთის მიმღებლობისა და კეთილშობილების შესახებ მოთხრობები განსაკუთრებით უყვართ და მათგანაც ყოველთვის იღებს უკუკავშირს.
„ბავშვები საუკეთესო შემფასებლები არიან. ვაკვირდები კლასის გამოწვევებს. ვცდილობ, მოთხრობის სიუჟეტი კლასის გამოწვევებს მოვარგო. ამით პატარებს ვეხმარები, მეტი იფიქრონ და პიროვნულად დღითიდღე იზრდებოდნენ”, – აგვიხსნა სოფიომ.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი