27 მაისი, 2022 15:50
კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე
სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადა (EuPho) გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადის ფარგლებში 33 ქვეყნის 182 მონაწილიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ, მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ასევე ამ სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა).
ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ვრცლად ბმულზე: https://eupho.ee/eupho-2022/
ოლიმპიადის შედეგები: https://bit.ly/3PKpS0N
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა