GE
15 ოქტომბერი, 2018 16:45

სკოლა კომაროვის მოსწავლის, გიორგი კერატიშვილის საერთაშორისო წარმატებები

სკოლა კომაროვის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი”-ს სტუმარი გიორგი კერატიშვილია.

გიორგი კერატიშვილი University of Cambridge-მა ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო. იგი მეორე ქართველია, ვისაც ოდესმე University of Cambridge-ში ბაკალავრიატზე უსწავლია. University of Cambridge დიდ ბრიტანეთში პირველი უნივერსიტეტია და QS World University Ranking-ის მიხედვით მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში.

გიორგიმ 2016 წელს, HMC პროექტის გამარჯვებული გახდა და 2 წლიანი დაფინანსება მოიპოვა, რის შედეგადაც ინგლისში Kimbolton-ის სკოლაში გააგრძელა სწავლა, რომლის საფასური 60,000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს!.

გიორგიმ მოწვევა ისეთი უნივერსიტეტებისგან მიიღო, როგორებიცაა: Univeristy of Cambridge, UCL, The University of Warwick და Bocconi University.

მას ინგლისში ე.წ. A Level გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები ჰყავს უმაღლეს მათემატიკაში, ფიზიკასა და ეკონომიკაში. გარდა ამისა, იგი Kimbolton სკოლის საცხოვრებლის სტუდენტურ მმართველად აირჩიეს. ასევე, დასახელდა საუკეთესო მოსწავლედ ფიზიკაში Kimbolton-ის სკოლაში!

გიორგი სკოლიდან უმაღლესი შედეგის და ოქროს სერტიფიკატის მფლობელია ბრიტანეთის მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში „UK Maths Challenge”.

კომაროვის სკოლა ულოცავს გიორგის ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება