GE
16 ნოემბერი, 2017 15:30

სკოლა კომაროვის მოსწავლეები და მასწალებლები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ

კომაროვის სკოლა შეუერთდა თანსიკეთის პროექტს #საქართველოლამაზია და #სუფთაუფროლამაზია.

პროექტის მიზანია წაახალისოს ყველა ექსკურსიაზე/ლაშქრობაზე წამსვლელი, მოგზაურობის ერთ-ერთ ნაწილად გახადონ დასუფთავება მინიმუმ იმ ტერიტორიის ან ტერიტორიის ნაწილის რასაც მათი მარშრუტი ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ჩარგალი, დმანისი, ნეკრესი, შუამთა, გრემი, კაცხის სვეტი და ბოლნისი.

მე-8 მეექსე კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ჩარგალი. მონაწილეობდა – 26 მოსწავლე, დამრიგებელი თამარ ჩხაიძე, მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ბაკურ მებონია და მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის უფროსი ნინო ბექაური.

მე-8 მეოთხე კლასი – დმანისი. მონაწილეობდა – 16 მოსწავლე და დამრიგებელი ოთარ ღონღაძე.

მე-8 მეორე კლასი – ნეკრესი. მონაწილოეობდა – 25 მოსწავლე და დამრიგებელი ლია გოგოხია.

მე-8 პირველი კლასი – შუამთა. მონაწილეობდა – 21 მოსწავლე და დამრიგებელი ლუნა გუგეშაშვილი.

მე-9 მეოთხე კლასი – ნეკრესი. მონაწილეობდა – კლასის 26 მოსწავლე, დამრიგებელი ნინო ნავერიანი, ქართულის მასწავლებელი ნათია ნაყოფია და დირექტორის მოადგილე და მათემატიკის მასწავლებელი ვახტანგ ჯაოშვილი.

მე-9 მესამე კლასი – გრემი. მონაწილეობდა – 22 მოსწავლე და დამრიგებელი რევაზ ბოყოველი.

მე-9 პირველი კლასი – კაცხის სვეტი. მონაწილეობდა – 28 მოსწავლე და დამრიგებელი ქეთევან ბუხრაშვილი.

მე-10 მესამე კლასი – ბოლნისი. მონაწილეობდა – 25 მოსწავლე და დამრიგებელი ლელა ბუბაშვილი.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება