სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
სიკეთე, რომელსაც არ ითვლიან… სიკეთე, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ… სიკეთე… წმინდა სიკეთე, რომელიც ათბობს, ასხივებს და ალამაზებს წვიმიან ამინდსაც… სიკეთე, რომელიც აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს”…
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მასწავლებელი ლიკა ლაგვილავა პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ანა ტყემალაძეს და მაია ვარდანაშვილის პატარებს. მოსწავლეებმა გიორგობა მიულოცეს მათ და გადასცეს საჩუქრები. აღნიშნულ აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის დირექცია.
„უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ჩართულობისთვის! მადლობა ოპერატიულობისთვის! მადლობა, რადგან დღევანდელი დღით ჩემი მერცხლების გულში გაღვივდა სიკეთის მარცვალი. დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები სიკეთის ნიჭი და უნარი დედამიწაზე!“, – ამ სიტყვებით გამოხატა მადლიერება ლიკა მასწავლებელმა მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ.