20 თებერვალი, 2017 10:51
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სკოლა-ლიცეუმმა ,,ცოდნამ” საქართველოს სახალხო არტისტ ლეო ანთაძეს უმასპინძლა. მსახიობმა წაიკითხა ვაჟა-ფშაველას პოემა ,,ბახტრიონი” და სხვა პოეტთა ლექსები. გააცოცხლა ეპიზოდები ნაწარმოებებიდან ,,სამანიშვილის დედინაცვალი” და ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის უფროსკლასელებმა პატარებს წაუკითხეს მოთხრობები და ლექსები. მოსწავლეებმა იმუშავეს კედლის გაზეთების შექმნაზეც.