17 ივლისი, 2019 11:56
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” დირექციამ 2018-2019 სასწავლო წელი შეაფასა
სასწავლო წლის ბოლოს საერთო პედაგოგიურ საბჭოზე სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” (დირექტორი ნაზი ნადირაძე) განვლილი მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე სკოლის დირექციამ დაასახელა წლის წარჩინებული მოსწავლეები, გამოავლინა საუკეთესო კათედრები: დაწყებითი კლასებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, გამოვლინდნენ აგრეთვე წლის საუკეთესო მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები, რომელთაც გადაეცათ სიგელები და გამოეცხადათ მადლობა.
სასწავლო წლის დასასრული სკოლის პედაგოგებმა საქართველოს ულამაზესი კუთხის – სამეგრელოს დათვალიერებით დაასრულეს.