21 თებერვალი, 2018 15:29
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-10 კლასში საინტერესო გაკვეთილი გეოგრაფიაში ჩატარდა
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მე-10 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი გეოგრაფიაში – ,,საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო” (მასწავლებელი ეთერ ტივაძე).
მოსწავლეებმა შეძლეს განესაზღვრათ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში, მოსწავლეთა ჯგუფებმა წარადგინეს პრეზენტაციები გაეროს, ევროკავშირის, წითელი ჯვრის და სხვა ორგანიზაციების შესახებ; ჩაატარეს კვლევა მოსახლეობაში და გააკეთეს სოციალური გამოკითხვების შედეგების ანალიზი. გამართეს დისკუსია საქართველოს საგარეო კურსის შესახებ.