12 მარტი, 2018 17:18
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-12 კლასის მოსწავლეს ილია მართლის ორდენი გადაეცა
პრემია ,,ივერიის” ლაურიატი, ნომინაციაში ახალგაზრდა მწერალი, ილია მართლის ორდენი გადაეცა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მე-12 კლასის მოსწავლეს ნიკა გელოვანს.
პრემია ,,ივერიის” ლაურიატი, ახალგაზრდა მწერალი – ნიკა გელოვანი ქართული პროზა-პოეზიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.
“წლევანდელი წელი ნაყოფიერი და საინტერესო იყო სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნისათვის”. გამარჯვებულთა – პრემიის ლაურიატებისა და ილია მართლის ორდენოსნების დაჯილდოებაზე მიწვეული იყო სკოლის დირექცია და სკოლის გუნდი ,,ხმა ცოდნისა”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლის დირექცია ულოცავს ნიკას და უსურვებს წარმატებებს.