30 მარტი, 2017 18:01
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მეექვსე კლასში ექსპერიმენტული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩატარდა
,,მითხარი – მე დამავიწყდება, მაჩვენე – მე დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება ჩემით ვიმოქმედო და მე მივხვდები” – კონფუცი. კეთებით სწავლა ეხმარება მოსწავლეს, რომ აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, თავად იყოს მონაწილე, მიიღოს ახალი ცოდნა. კეთებით სწავლება იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა მექანიკურად აკეთოს.
სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მეექვსე კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, მოსწავლეებმა ჩაატარეს მარტივი ექსპერიმენტები, გააკეთეს დაკვირვება, შედარება და გაკვეთილის ბოლოს შედეგები წარმოადგინეს.