GE
16 ოქტომბერი, 2017 12:25

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მესამე კლასის მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტების მოდელები დაამზადეს

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მესამე კლასის მოსწავლეებთან მასწავლებელმა თეკლა ბეგიაშვილმა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა. ბავშვებმა იმუშავეს წყვილებში და შეძენილი ცოდნის გამოყენებით შეძლეს საკუთარი ხელით დაემზადებინათ მზის სისტემის მოდელები.

გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო. დამზადებული პლანეტების მოდელები გამოფინეს საკლასო ოთახში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა