10 აპრილი, 2017 17:38
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მესამე კლასში შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა ბუნებისმეტყველებაში
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მესამე კლასში ჩატარდა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ცოცხალი სამყაროს სხვადასხვა საარსებო გარემოს შესახებ. გაკვეთილი ორიენტირებული იყო შედეგებზე. მოსწავლეებმა შეძლეს ცოცხალი ორგანიზმებისათვის საჭირო სხვადასხვა საარსებო გარემოს დახასიათება, განასხვავეს ბუნებრივი და ხელოვნური გარემო ერთმანეთისაგან.