GE
13 თებერვალი, 2017 10:24

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეები არტ კლუბ ,,ამანათს” ესტუმრნენ

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ არტ კლუბ ,,ამანათს”. მოსწავლეები გაეცნენ ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას, ისაუბრეს მის ნაწარმოებებზე: ,,პეპი გრძელი წინდა” და ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”.

აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ ვიქტორინაში და სხვადასხვა აქტივობაში. დახატეს საყვარელი გმირი და მისწერეს წერილი.

სკოლა მადლობას უხდის არტ კლუბ ,,ამანათს” მასპინძლობისთვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა