GE
8 აპრილი, 2021 14:37

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეები ჩაერთვნენ კონკურსში ,,ყველაზე წიგნიერი გუნდი

,,სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ ინიცირებულ პროექტში ,,ყველაზე წიგნიერი გუნდი“ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ VI-VII კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთვნენ (პროექტის ხელშემწყობები: სკოლა -ლიცეუმ ,,ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დარეჯან ცხომარია და ხათუნა გრძელიძე)

პროექტის მიზანი არის სკოლებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. შესაბამისად, ბავშვებმა წაიკითხეს კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, იმსჯელეს, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები, შთაბეჭდილებები. ვირტუალურად იმოგზაურეს სხვადასხვა სამყაროში და მიიღეს მონაწილეობა საინტერესო თავგადასავლებში. კონკურსის I ეტაპის შემდეგ მათ უკვე კარგად იციან, როგორი შეგრძნებაა გქონდეს „ყველაზე წიგნიერის“ მონაწილის სტატუსი და უკვე ემზადებიან II ტურში წარმატებული ბრძოლისთვის-სკოლის ხუთივე გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი.

„ყველაზე წიგნიერი“ არის პროექტი, რომელმაც წამაკითხა 10-ზე მეტი წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე საინტერესოა, რადგან იძენ სხვადასხვანაირ ინფორმაციას, ასევე წიგნის მეშვეობით ვირტუალურად მოგზაურობ სხვადასხვა ადგილას და ეცნობი წიგნის გმირებს“. – გიორგი მოდებაძე, მე-6 კლასის მოსწავლე, გუნდ ,,მუშკეტერების“ კაპიტანი.

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. იმედია, კიდევ უფრო ბევრი ბავშვი შემოგვიერთდება. სწორედ ისეთი ბავშვებისთვის არის ეს პროექტი, ვისაც თავგადასავლები უყვარს“. – დანიელ ბოჭორაძე, მე-6 კლასი, გუნდ ,,ცოდნელების“ კაპიტანი.

,,მე აღმოვაჩინე ძველი წიგნების აქამდე შეუმჩნეველი მხარეები. სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობისას კიდევ უფრო ახლოს დავუმეგობრდი წიგნებს. ყველას მოვუწოდებ, გახდით „ყველაზე წიგნიერი“. – ელისაბედ ამირანაშვილი, მე-6 კლასის მოსწავლე, გუნდ ,,ცოდნელების“ წევრი.

,,მთავარი არის მონაწილეობა, თუმცა გამარჯვების განცდაც ძალიან სასიამოვნო და საამაყო იქნება. გავხდე ყველაზე წიგნიერი – პირადად ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს“ – საბა მაისურაძე, გუნდ ,,მუშკეტერების“ წევრი.

,,მოუთმენლად ველოდი კონკურსის პიტველ ტურს, რადგან მსურდა ჩემი ცოდნა გამომემჟღავნებინა, საკუთარი თავი გამომეცადა. ვთვლი, რომ მთავარი არის მონაწილეობა ამ საინტერესო კონკურსში“. – საბა გაგნიძე, გუნდ ,,სწავლულების“ კაპიტანი.

,,წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, ბევრიც მაქვს წაკითხული და ამიტომაც, ვთვლი რომ ეს კონკურსი სწორედ ჩემთვისაა. მაქვს იმედი, რომ ფინალამდე მივალთ, თუმცა მთავარი მაინც მონაწილეობა და საკუთარი თავის გამოცდაა“. – კობა ხიმშიაშვილი, გუნდ ,,სწავლულების“ წევრი.

„ყველაზე წიგნიერი“ მართლაც არის ის კონკურსი, რომელმაც მრავალი მოსწავლე გააერთიანა და რაც მთავარია, ყველაზე საინტერესო გზით დააახლოვა ისინი ლიტერატურას და წიგნებს, ამ პროექტთან ერთად სასწავლო წელი უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და წიგნიერი იქნება”, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

 

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)