სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტის ფარგლებში შაუმიანის სკოლებს ესტუმრნენ
ახალი სახეები და ახალი მეგობრები – ასეთი ატმოსფერო სუფევდა შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლებში, როდესაც პროექტის “მეგობარო, ხელი გამომიწოდე” ფორმატით ესტუმრნენ ქ.თბილისის სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები და მასწავლებლები, სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძე.
პროექტის კოორდინატორი სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია. შაუმიანის N1 სკოლა დირექტორი-არტუშ ურუმიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ზაქარიაძე და შაუმიანის N2 სკოლა დირექტორი ანაიდა რესტევანიანი, კონსულტანტ-მასწავლებელი თეონა ცაგარეიშვილი მოხალისე მასწავლებელი – ნათია ტყემალაძე.
პროექტი მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსწავლეებთან დამეგობრებასა და საერთო ინტერესების გამოკვეთას. მცირე კონცერტისა და სკოლების დათვალიერების შემდეგ ჩატარდა შეჯიბრი “მხიარულ სტარტებში”, რამაც დააგვირგვინა სასიამოვნო შეხვედრა. გაიმარჯვა მეგობრობამ.
“ჩვენმა სტუმრობამ გაახარა ორივე მასპანძელი სკოლის მოსწავლეები”, – აღნიშნეს სკოლა “ცოდნას” ადმინისტრაციაში.
უახლოეს დღეებში დაგეგმილია საპასუხო ვიზიტი სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში”