21 მაისი, 2018 14:15
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები და პედაგოგები ძეგვის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მესამე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან, ლიკა ლაგვილავასა და თეკლა ბეგიაშვილთან ერთად ესტუმრნენ ძეგვის ბავშვთა სახლს საჩუქრებით დატვირთულნი.
,,ამბობენ, სიკეთე გადამდებიაო და ასე ერთმანეთს გადავეცით ეს არაჩვეულებრივი გრძნობა, რასაც სიკეთის კეთება ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს ქალბატონ ნაზი ნადირაძეს, არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივ ბავშვებსა და მათ მშობლებს!… ჩვენს გულებში სიკეთის ხემ უკვე გაიხარა და ნელ-ნელა იზრდება… მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ამ კეთილი საქმის განხორციელების ხელის შეწყობისთვის”, – ამბობენ კლასის დამრიგებლები.