GE
18 თებერვალი, 2019 12:59

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიას ეწვივნენ

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიას.

მოსწავლეებს საინტერესო ლექცია წაუკითხა ნუგზარ მოსულიშვილმა. მან ისაუბრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობაზე, გააცნო მოსწავლეებს სიახლეები ამ დარგში და მათი მნიშვნელობა კაცობრიობისათვის.

ნუგზარ მოსულიშვილმა მოსწავლეებს რამოდენიმე საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტიც ჩაუტარა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა