30 მარტი, 2021 10:51
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეები საგნის ,,მსოფლიო კულტურის“ ფორმატში ეწვივნენ თბილისის ძველ უბნებს
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) მე-10 კლასის მოსწავლეები არჩევითი საგნის ,,მსოფლიო კულტურა“ ფორმატში ეწვივნენ თბილისის ძველ უბნებს. დაათვალიერეს და გაეცნენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს, მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები სხვადასხვა კულტურული ძეგლის შესახებ. ნახეს წმინდა აბო თბილელის სახელობის სამლოცველო, მეტეხის ტაძარი, თათრის მოედანი, აბანოთუბანი – ძვ ხარფუხი, ლეღვთახევი. დაათვალიერეს სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, სიონის ტაძარი. ისტორიული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ქალაქის არტეფაქტები.
გაკვეთილი დასრულდა რეზო გაბრიაძის მიერ მარიონეტების თეატრის გვერდით აშენებულ უნიკალურ საათიან კოშკთან.
კლასს მეგზურობას უწევდა ქართული ენისა და და ლიტერატურის, ასევე ,,მსოფლიო კულტურის“ მასწავლებელი – დარეჯან ცხომარია.