სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნების მუზეუმს ესტუმრნენ
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” IIIა და III ბ კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად (თეკლე ბეგიაშვილი და ლიკა ლაგვილავა) მოინახულეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და წიგნების მუზეუმი.
მოსწავლეებმა მიიღეს უამრავი საინტერესო ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ, დაათვალიერეს სხვადასხვა ანტიკვარული ნივთები და მინიატურული წიგნები. ახლოდან ნახეს ილია ჭავჭავაძის სამუშაო მაგიდა. ასევე ნახეს ვეფხისტყაოსნის წიგნი და ასევე ყველა ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსნის კოლექცია. ნანახ წიგნებს შორისა ვახტანგ მეექვსის დროს სტაბმაში ნაბეჭდი წიგნები, იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” დღემდე გამოცემული დედაენის ყველა წიგნი.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს გიდის დახმარებით. დაათვალიერეს ემიგრაციის დარბაზი, ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, დედაენის დარბაზი და დადებითი ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში.