20 აპრილი, 2016 11:07
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” II (2) კლასი (დამრიგებელი: სოფიო გაფრინდაშვილი) საქართველოს პარლამენტს ესტუმრა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, დერეფნები, სხდომათა და საგამოფენო დარბაზები, ფოტო-გამოფენა – 9 აპრილი-რეფერენდუმიდან თავისუფლებამდე. მოინახულეს ადგილი, სადაც თავდაპირველად იყო ტაძარი.
მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში. პასუხობდნენ გიდის მიერ დასმულ კითხვებს, თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს, რამოდენიმეს გაუჩნდა სურვილი მომავალში იქ მუშაობისა.
სკოლაში დაბრუნებულებმა, სოფიო მასწავლებელთან ერთად, დაგეგმეს ერთ-ერთ კლასის საათზე გამართონ საპარლამენტო სხდომა, რასაც განახორციელებენ ახლო მომავალში.