19 ნოემბერი, 2018 16:53
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები თიბისი არტ გალერის ორგანიზებით შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეები იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე, რომელიც მოეწყო თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით.
მოქანდაკისა და მხატვრის – ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენისთვის გალერეამ ერთ სივრცეში ავტორის გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები შეკრიბა.
მოსწავლეები გაეცნენ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებას და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მის ნამუშევრებს.
ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” ხელოვნების მასწავლებლები გიორგი ღვალაძე და თამარ მაღრაძე.
ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს დამთვალიერებლებს.