14 აპრილი, 2016 11:26
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა ადგილობრივი წარმოების ქარხნები მოინახულეს
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს მე-9 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი დ. ცხომარია) მინი-პროექტ, ,,დამზადებულია საქართველოში“, ფარგლებში მოინახულეს ადგილობრივი წარმოების ქარხნები: შამპანიურის ქარხანა – ,,ბაგრატიონი“; კონიაკის ქარხანა – ,,სარაჯიშვილი“; ლუდისა და ლიმონათის საწარმოები – ,,ნატახტარი“ და ,,ზედაზენი“; კამფეტების საწარმო – ,,ბარამბო“; გამაგრილებელი სასმელების საწარმო – ,,კოკა-კოლა“.
პროექტის მიზანი და ამოცანები იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიების გაცნობა, პოპულარიზაციის მიზნით პროდუქციის რეკლამირება საზოგადოებაში.